ლევან დავითაშვილი  ძი იანჩის შეხვდა

ლევან დავითაშვილი ძი იანჩის შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ძი იანჩის შეხვდა.

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის აგრარული მიმართულებით არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა ჩინეთის, როგორც  საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსს და აღნიშნა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სწრაფად ვითარდება.

შეხვედრაზე მინისტრმა   ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი დინამიკის შესახებ ისაუბრა და მიღწეული შედეგი საერთო წარმატებად შეაფასა.

როგორც ძი იანჩიმ შეხვედრაზე აღნიშნა,  ჩინეთში  ქართული ღვინის შესახებ ცნობადობა და მისი პოპულარობა აქტიურად  იზრდება. 

ჩინეთის ელჩმა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებულად შეაფასა და ჩაის კულტურის და სასათბურე მეურნეობების განვითარების   კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქართული ჩაის განვითარების მიმართულებით შემუშავებულ ახალ სახელმწიფო პროგრამაზე „ქართული ჩაი“ და  ყურადღება ქვეყნისთვის ქართული ჩაის წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა  აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე  ისაუბრა, ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას და აღნიშნა, რომ აღნიშნული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის  ეკონომიკურ თანამშრომლობას  გააღრმავებს და სავაჭრო ურთიერთობებს უფრო დინამიურს გახდის.