მარნეულში  ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება  დაიწყო

მარნეულში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მარნეულში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო.

მარნეულში, რუსთაველის ქ.N78-ში, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

განაცხადები მიიღება 2017 წლის 20 იანვრის ჩათვლით, შემდეგ მისამართებზე:

• თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისაღები ცენტრი;

• ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6;

• ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი N27.