ხმალაძის პრესკონფერენცია(VIDEO)

ხმალაძის პრესკონფერენცია(VIDEO)

,,ქართული ოცნება" სპეციალურ უბნებში შეყვანილი ამომრჩევლების სიას ითხოვს სპეციალურ უბნებთან დაკავშირებით კოალიცია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ვახტანგ ხმალაძემ პრესკონფერენცია გამართა. საქართველოს მასშტაბით 70 სპეციალური უბანია შექმნილი და მათში 58 ათასზე მეტი ამომრჩეველია შეყვანილი. ვახტანგ ხმალაძის განცხადებით საარჩევნო კომისიებმა შექმნეს სპეციალური უბნები ისეთ დაწესებულებებში, რომლებიც არ წარმოადგენენ სამხედრო ნაწილებს. ამასთან ხდება კანონის არასწორი ინტერპრეტაცია და არის საშიშროება, რომ სპეციალური უბნები ხელისუფლებამ საარჩევნო ხმების მანიპულაციისთვის გამოიყენოს და მაგალითისთვის სპეცუბნებში შეყვანილმა ამომრჩეველმა ხმა ძირითადი რეგისტრაციის ადგილზეც მისცეს. "ქართული ოცნება" ითხოვს სპეციალურ უბნებში შეყვანილი ამოიმრჩეველების სიებს. საარჩევნო ბლოკმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე გაასაჩივრა ცხრა სპეციალური უბნის შექმნა და აპირებს ამ მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.