კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

გლდანის რაიონში, შეშელიძის  ქუჩა N45-თან, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 1400 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა.

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფი და ქსელის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ტექნიკური სამუშაოები მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 6 იანვარს 11:00სთ-დან 6 იანვრის,  21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში:

კაჭარავას და ჯანჯღავას ქუჩების ნაწილს; ილორის, იპოლიტოვ-ივანოვის და მიმდებარე ქუჩებს; სამხედრო დასახლებაში ლაგურაშვილის ქუჩას, თემქის მე- III მ/რაიონს და გლდანულას დასახლებას;

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით.