კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

ნაძალადევის რაიონში, თემქის მე-4 მ/რ-ში, ხევძმარის ხევის მიმდებარედ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 900მმ-იანი თუჯის მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფი და დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 სამუშაოების წარმოება  მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 27 დეკემბერს 23:00 სთ-დან 28 დეკემბრის 09:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 ნაძალადევის რაიონში: თემქის I მ/რ-ის კორპუსებს,  თემქის IV  მ/რ-ს, მე-11 მ/რ-ის I კვარტლის კორპუსებს, ანდრონიკაშვილის ქუჩის მე-2 და მე-3  შესახვევებს, სარაჯიშვილის, გურამიშვილის გამზირს, ფეიქრების, წყალსადენის, ჩარგლის, სააკაძის და მიმდებარე ქუჩებს, დადიანის  II მ/რ-ის კორპუსებს.  

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა.დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili.

 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს