სამგორის რაიონში, წყალსადენის ქსელი დაზიანდა.

სამგორის რაიონში, წყალსადენის ქსელი დაზიანდა.

სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 900 მმ -იანი მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და აღდგენითი სამუშაობი აქტიურად გრძელდება.

ტექნიკური სამუშაოები მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 26 დეკემბერს, საღამოს 22:00 საათიდან, ხვალ 27 დეკემბრის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

ენუქიძის, ქინძმარაულის და ნაკაშიძის ქუჩებს,

წმინდა ბარბარეს, მე-2 ნავთლუღის, ქვემო მელითონეთა, გიგანტის, 31-ე ქარხნის და ზოოვეტის დასახლებებს, ასევე, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს, ზემო და ქვემო ფონიჭალას.

წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე, ხვალ, დილის 09:00 საათიდან აღდგება.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.