თიბისი გალერეაში ელისო ბოლქვაძის ფონდის „ლირა

თიბისი გალერეაში ელისო ბოლქვაძის ფონდის „ლირა" საახალწლო კონცერტი გაიმართება

27 დეკემბერს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში ელისო ბოლქვაძის ფონდის „ლირა" საახალწლო კონცერტი გაიმართება.

მუსიკალურ საღამოზე პატარა ვირტუოზები: 11 წლის ბარბარე ჩხაიძე, 13 წლის ბარბარე თათარაძე და 13 წლის ილია ლომთათიძე მსმენელისთვის კლასიკური საფორტეპიანო მუსიკის შედევრებს შეასრულებენ.

დასწრება თავისუფალია

გთხოვთ, გვეწვიოთ.

მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი (მე-4 სართული)