"ოცნება" გამარჯვების შემდეგ კუდს და სოდს გააუქმებს(VIDEO)

არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში, კუდი და სოდი გაუქმდება. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ სოფელ ოდიშის მოსახლეობას განუცხადა. საზოგადოება საარჩევნო შეხვედრების დროს აღნიშნავს, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დაშინებას სწორედ ამ უწყების წარმომადგენლები ცდილობენ. ასევე, ხშირია შემთხვევები, როცა ოპოზიციური კანდიდატების შეხვედრების დროს, კუდისა და სოდის თანამშრომლები პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ. ალასანიამ მოქალაქეებს განუმარტა, რომ ეს ორგანიზაციები გაუქდება და წესრიგის დაცვას პოლიცია და უშიშროების სამსახური უზრუნველყოფს.