ნაძალადევის რაიონში, თუჯის 900მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა

ნაძალადევის რაიონში, თუჯის 900მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა

ნაძალადევის რაიონში, თემქის მე-4 მ/რ-ს N154 სკოლასთან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" თუჯის 900მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სამუშაო ჯგუფი და აღდგენითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება. მაგისტრალური ქსელის დაზიანებული მონაკვეთი 3 მეტრის სიღრმეში, ქვაბულშია მოქცეული, რაც სამუშაო პროცესს ართულებს.

სამუშაოების წარმოება  მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.  აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 25 დეკემბერს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს ნაძალადევის რაიონში:

სარაჯიშვილის, გურამიშვილის გამზირს და მიმდებარე ქუჩებს, ანდრონიკაშვილის მე-2 და  მე-3  შესახვევებს, ფეიქრების და მიმდებარე ქუჩებს, თემქის 4 მ/რ და 1 მ/რ-ის  ნაწილს, თემქის 11 მ/რაიონის  კვარტლებს. ასევე დადიანის 2 მ/რ-ს, ჩარგლის, იმერეთის, სააკაძის, ურიდიას და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

 წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili.

 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.