კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

ვაზისუბნის მე-3 მ/რ-ში, მე-2 კვარტლის მე-8 კორპუსთან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"   400მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დაზიანების აღმოფხვრის მიზნით,  ამორტიზებული ქსელის 5 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

სამუშაოების წარმოება  რამოდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 25 დეკემბერს 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

ვაზისუბნის  I, II, III, IV მ/რაიონებს;

წყალმომარაგების აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.