ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ შეტანილი საქმე გაზეთ „ვერსიას" წინააღმდეგ GWP-ის სასარგებლოდ დასრულდა.
სადავო მასალა ეხებოდა 2016 წლის, 22-23 თებერვლის, გაზეთ „ვერსიას" მე-19 ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" შესახებ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწვეტილებით, გაზეთ „ვერსიას" რედაქტორმა მაია ფურცელაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას-მიიღოს ზუსტი ინფორმაცია."
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება. http://qartia.org.ge/