ქართულ ღვინოზე დაწერილი წიგნი საუკეთესოდ აღიარეს

ქართულ ღვინოზე დაწერილი წიგნი საუკეთესოდ აღიარეს

ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერლის, ელის ფეირინგის ქართული ღვინის კულტურაზე დაწერილმა წიგნმა „ღვინის სიყვარულისთვის: მოგზაურობა მსოფლიოს უძველეს ღვინის კულტურაში" გურმანების სამზარეულო წიგნების მსოფლიო დაჯილდოების ნომინაციაში - „ღვინოზე დაწერილი წლის საუკეთესო წიგნი" - გაიმარჯვა.

ელის ფეირინგის (Alice Feiring ) წიგნის (For The Love of Wine: My Odyssey through the World's Most Ancient Wine Culture') პრეზენტაცია ნიუ-იორკში მიმდინარე წლის ნოემბერში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა RAW New York-ის ფარგლებში გაიმართა და ღვინის პროფესიონალების დიდი ინტერესი დაიმსახურა.

 „ქართული ღვინის დიდი ისტორია შესანიშნავადაა გადმოცემული მისი ღირებულებების ღრმა შეფასებით, გამოწვევებითა და ღვინის კულტურის მნიშვნელობით. ყველა, ვისაც ღვინის მიმართ ინტერესი აქვს, შეიყვარებს ამ წიგნს" - აღნიშნა გურმანების სამზარეულო წიგნების მსოფლიო დაჯილდოების ჟიურის თავმჯდომარემ, ედუარდ ქონთრიუმ. აღნიშნული ღონისძიება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ტარდება.