ხვალ, 21 დეკემბერს, 12:00 საათზე, ტექნოპარკში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" პრესკონფერენციას გამართავს.
ახლახანს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს", ყველა კატეგორიაში, ზედიზედ მეორედ მიანიჭა რეიტინგი „BB-", რაც კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხის, ფინანსური მდგრადობისა და სისტემური მენეჯმენტის არსებობის მაჩვენებელია.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მენეჯმენტის წარმომადგენლები მინიჭებული საერთაშორისო რეიტინგის მნიშვნელობასა და 2017 წელს დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრებენ.