ცნობადობის  ამაღლების სემინარი სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მეწარმეებისთვის

ცნობადობის ამაღლების სემინარი სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მეწარმეებისთვის

საქართველოს რეგიონებში სტანდარტებისა და მეტროლოგიის ცნობადობის ამაღლების ციკლის ფარგლებში  მ/წლის 15 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში  სემინარი გაიმართა.  მასში მონაწილეობა  ბოლნისის მუნიციპალიტეტის  მოქმედმა მეწარმეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ქართული პროდუქტის შიდა და ევროპულ ბაზარზე განთავსების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის დაფინანასებული პროექტი (,,საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა ვეროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“) საქართველოს რეგიონებში  მეწარმეებისთვის მ/წლის მარტში დაიწყო და თელავში, ფოთში,   ახალციხესა და ქუთაისში სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ ცნობადობის ამაღლების სემინარები უკვე ჩატარდა.  სემინარების ჩატარება იგეგმება საქართველოს დანარჩენ რეგიონშიც.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მეწარეები გეგმავენ ბიზნესის გაფართოებას და საკუთარი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანას. სწორედ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩეხი ექპერტის მეტროლოგიის დარგში და სლოვაკი ექსპერტის სტანდარტიზაციის დარგში პრეზენტაციები. უცხოელ ექსპერტებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმოადგენლებმა მიმოიხილეს საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები, სტანდარტების გამოყენების უპირატესობები და მეტროლოგიის გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებასა და ბიზნესზე, ასევე  გააცნეს სემინარზე დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო აღიარების მქონე ლაბორატორიების მომსახურებები და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტით გათვალისწინებული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების გაუმჯობესების სამომავლო გეგმები.