ხვალ, 13 დეკემბერს, დღის 11:00-დან 14:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას უდაბნოს გადამცემ ხაზზე დაგეგმილი აქვს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ელექტროენერგიის გათიშვის გამო, წყალმომარაგება შეუწყდება:
ქ. გარდაბანს, ქ.რუსთავის მარცხენა სანაპიროს და ჭყონდიდელის დასახლებას.
წყლის მიწოდება აღნიშნულ დასახლებებს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებიდან 2 საათის შემდეგ, 16:00 საათიდან აღუდგებათ.