კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილის N19-თან 400მმ-იან მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

სამუშაოების წარმოება  რამდენიმე  საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 11 დეკემბერს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს კრწანისის რაიონში:

სოფელ ფონიჭალას, სოღალუღის ქუჩას და კრწანისის გზატკეცილის 257-დან 271-მდე.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili.

 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.