კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

მიმდინარე კვირის მანძილზე  კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"  სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:

ისნის რაიონში, დიდგორის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალარინების ქსელის 250 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის  ქუჩაზე კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 1250 მეტრი სიგრძის და  წყალარინების 1000 მეტრი სიგრძის მონაკვეთები ახლით იცვლება.

სამგორის რაიონში, ქვემო მელითონელთა დასახლებაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო  - წყალსადენის ქსელის 360 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

ამავე რაიონში,  ფრონეს ქუჩაზე,  სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, წყალსადენის ქსელის 900 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

სოფელ გლდანში, რუსთაველის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია - წყალსადენის ქსელის 100 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

ისნის რაიონში, „ორთაჭალის ტურფას" მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, წყალარინების ქსელის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი შეიცვლება.