კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის V კვარტლის N6 კორპუსთან,  კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"   წყალსადენის 300 მმ-იანი თუჯის მილი დაზიანდა.

ამ დროისთვის კომპანია დაზიანების აღმოსაფხვრელად ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 9 დეკემბერს, საღამოს 19:30 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვთ:

დიდუბის რაიონში:

დიღმის მასივის I, II, III, IV, V, VI კვარტლებს და ბელიაშვილის ქუჩას.

წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე,  საღამოს,  19:30 საათიდან აღდგება.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.