მომხმარებელთა თხოვნის გათვალისწინებით აქცია ,,გადაიხადე 50%" 31 დეკემბრამდე გაგრძელდა.
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის", ,,რუსთავის წყლის" და ,,მცხეთის წყლის" აბონენტები აქტიურად მონაწილეობენ აქციაში.
აქციის პირობები იგივეა - დავალიანების მქონე აბონენტებს, 2015 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული წყლის საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდის დავალიანების მეორე ნახევარს ავტომატურად ჩამოაჭრის.
აბონენტები მარტივად, ოფისში მისვლის გარეშე, ერთვებიან აქციაში და სარგებლობენ ხელსაყრელი პირობებით.
დავალიანების 50%-ის დასაფარად, აბონენტი რეკავს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცხელ ხაზზე - 2 93 11 11, ან სარგებლობს კომპანიის ფეისბუქით და ვებგვერდზე არსებული ონლაინ ჩათით. ოპერატორი მომხმარებელს აბონენტის ნომრის მიხედვით ეხმარება დავალიანების ოდენობის დაზუსტებაში და დავალიანების ჩამოწერაში.
სურვილის შემთხვევაში მომხმარებლები მიმართავენ კომპანიის სერვისცენტრებს.