ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლების მე-2 მიკრორაიონში N163-ე სკოლასთან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 600 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა.
ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სამუშაო ჯგუფები და ქსელის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოება რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 7 დეკემბერს, საღამოს 21:00 საათიდან, ხვალ, 8 დეკემბრის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
ისნის რაიონში:
ვაზისუბნის I, II, III, IV მიკრორაიონებს და ვაზისუბნის დასახლებას.
ვარკეთილის VI მიკრორაიონის მე-3 კვარტალს და შანდორ პეტეფის ქუჩას.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.