სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელძღვანელი უილიამ ლეჰიუ ეწვია.
უილიუმ ლეჰიუ უნივერსიტეტში სტუმრობისას შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს ილიას ჩილოღლუს და გაეცნო უნივერსიტეტის საქმიანობას.
სტუმარი შემდეგ შეხვდა სტუდენტებს და ნატოს სამეკავშირეო მისიის და ზოგადად ორგანიზაციის მნიშვნელობაზე, ნატო - საქართველოს ურთიერთობასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საჯარო ლექცია წაიკითხა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მაღალი რანგის სტუმრისგან დამატებითი ინფორმაცია მოეპოვებინათ და პრობლემატურ საკითხებზე შეკითხვები დაესვათ მისთვის.