ფიქსირებული ტარიფი და გაზრდილი ბენეფიტები - დაზღვეული მასზე მორგებულ პირობებს წლების განმავლობაში ინარჩუნებს
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს სტანდარტული ავტოდაზღვევის პაკეტისგან განსხვავებულ უფრო კომფორტულ და მოქნილ ავტოდაზღვევის მრავალწლიან პროდუქტს სთავაზობს.
ერთ წლიან სტანდარტულ პაკეტთან შედარებით, მრავალწლიანი ავტოდაზღვევის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი უპირველეს ყოვლისა ზოგავს თანხასა და დროს. კლიენტი ინარჩუნებს მასზე მორგებულ დაზღვევის პირობებს წლების მანძილზე და მთელი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში იხდის თანაბარ შენატანს. მას აღარ უწევს ყოველწლიურად ავტომობილის დაზღვევის განახლებასთან დაკავშირებული პროცედურების გავლა, რადგან ყოველი ახალი წლის დასაწყისში ხდება დაზღვევის ლიმიტის ავტომატური აღდგენა.
1 დეკემრიდან სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მრავალწლიანი ავტოდაზღვევის პროდუქტზე საახალწლო აქცია დაიწყო. თითოეული დაზღვეული მიიღებს ულიმიტო რეცხვას მთელი წლის განმავლობაში, 50, 70, 100 პროცენტიანი ფასდაკლებით ვისოლის ავტოსამრეცხაოებში. ამასთანავე ისარგებლებენ დამატებითი საჩუქრებით, როგორიცა: უფასო დიაგნოსტიკა, 7 თეთრიანი ფასდაკლება საწვავზე, 20%-მდე ფასდაკლება საბურავებსა და ამორტიზატორებზე, უფასო ავტოასისტანსი გზებზე.
ჯიპიაის ავტოდაზღვევის მთავარი უპირატესობა მაღალი ხარისხის მომსახურება და მოქნილი ანაზღაურების სისტემაა. აპლიკაციით GPI Mobile, მომხმარებელს ეძლევა საშუალება ონლაინ განაცხადოს ზარალის შესახებ და მიიღოს ანაზღაურება ორ სამუშაო დღეში.