„გადაიხადე 50%

„გადაიხადე 50%" - აქცია 31 დეკემბრამდე გრძელდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", აქციას „გადაიხადე 50%", მომხმარებლის თხოვნის საფუძველზე, 31 დეკემბრამდე აგრძელებს.

აქციის პირობები იგივეა - ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", დავალიანების მქონე აბონენტებს,  2015 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული წყლის საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდის დავალიანების მეორე ნახევარს ავტომატურად ჩამოაჭრის.

აბონენტები მარტივად,  ოფისში მისვლის გარეშე,  ერთვებიან აქციაში და  სარგებლობენ ხელსაყრელი პირობებით.

დავალიანების 50%-ის დასაფარად, აბონენტი რეკავს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"  ცხელ ხაზზე - 2 93 11 11, ან სარგებლობს კომპანიის ფეისბუქით და ვებგვერდზე არსებული ონლაინ ჩათით.  ოპერატორი მომხმარებელს  აბონენტის ნომრის მიხედვით ეხმარება დავალიანების ოდენობის დაზუსტებაში და დავალიანების ჩამოწერაში.

სურვილის შემთხვევაში მომხმარებლები მიმართავენ კომპანიის სერვისცენტრებს შემდეგ მისამართებზე: საბურთალოს რაიონში  - ყაზბეგის გამზ. 19ბ, გლდანის რაიონში -  ვეკუას ქ. 2 და ისნის რაიონში შუამთის ქ.10.