თბილისის მოსახლეობისთვის 2016 წლის 1 დეკემბერს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. სასმელი წყლის ხარისხი, დღეს, დედაქალაქში მთლიანად აკმაყოფილებს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით" გათვალისწინებულ პარამეტრებს.