მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას

მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას"(VIDEO)

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის ეროვნული დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ის მხარდაჭერას საარჩევნო ბლოკს „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებას“ უცხადებს და საკუთარ გადაწყვეტილებას სწორი მოქალაქეობრივი პოზიციის დაკავებისა და სიმართლის მხარეს დგომის სურვილით ხსნის. დღეს თენგიზ კალანდაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და სურსათის უვნებლობის კუთხით ქვეყანაში არსებული პრობლემები გააცნო.