კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადება

სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩა N163-თან, ავარიულად დაზიანდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალსადენის  700 მმ-იანი მაგისტრალური ქსელი.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სამუშაო ჯგუფები და  დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 25 ნოემბერს, 16:30 საათიდან, ხვალ, 26 ნოემბრის  დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

საქნავთის, ლოჭინოს და ლილოს დასახლებებს, 

ჭირნახულის, მეფრინველეობის, სტურუას, კამოს, მეკოკიშვილის ქუჩებს და სადგურ ლილოს.

სოფლებს:  გამარჯვებას, ნასაგურს, დიდ  ლილოს, წინუბანს, ლუდსახარშ  ,,კასტელს" , ლილოს  ბაზრობას, კახეთის გზატკეცილს, იუმაშევის ქუჩას,  თბილის ზღვაზე მდებარე  ,,ოლიმპიურ ქალაქს" და მის  მიმდებარედ  სასტუმრო ,,ჰუალინგს".

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.