ბევრი გამოცდილი მოცეკვავისგან მსმენია, რომ ანსამბლი “სუხიშვილები” ბრენდია და მეტი არაფერი. “სუხიშვილები”- რომ ბრენდია ამაზე ალბათ ყველა ვთანხმდებით, დარწმუნებული ვარ უმეტესი თქვენთაგანი ამ სტატიას მხოლოდ ამ სიტყვის გამო კითხულობს, დიახაც ამ საუკუნეში კარგად ცეკვის გარდა”ბრენდი”-ც საჭიროა, თუმცა იმის თქმა, რომ ეს ადამიანები მხოლოდ ძველი ბრენდის ინერციით მოდიან არასწორია, რაც ყველაზე მთავარია ანსამბლი ვითარდება და უძლებს დროის ცვლილებებს, სახეცვლილი ცეკვები იწვევს ბევრ კრიტიკას, თუმცა რიგითი მაყურებლისათვის ყოველივე ეს საინტერესოა.
გთავაზობთ სუხიშვილების ახალ ვიდეო კლიპს, რომელიც ფორმულა კრეატივმა, გიორგი ლიფონავას ხელმძღვანელობით გადაიღო. შეფასებები თქვენთვის მოგვინდია.