სკვერში შეკრებილ საზოგადოებას ორივე კანდიდატმა მიმართა. თეა წულუკიანმა თავისი არჩევანი საზოგადოებას ღიად ამცნო და ჩუღურეთელებს ვიქტორ დოლიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა:„დავიბადე და გავიზარდე პლეხანოვზე, მაგრამ მოვედი ნაძალადევში სუფთა გულით და აქ ვიბრძოლებ თითეული ნაძალადეველისთვის.ღიად ვაცხადებ, პირველ ოქტომბერს დილით მივალ საარჩევნო უბანზე და ხმას მივცემ ოქროსუბნელ ბიჭს, ვიქტორ დოლიძეს. ვიკა არის ჩემი ღირსეული თანამებრძოლი და მეგობარი, პიროვნება რომლისთვისაც ადამიანური ღირებულებები მთავარია, ამიტომ ჩუღურეთელებო არჩევანი მარტივია თქვენ გყავთ ღირსეული კანდიდატი რომლითაც უნდა იამაყოთ“_ მიმართა თეა წულუკიანმა შეკრებილ საზოგადოებას.
ვიქტორ დოლიძემ კი თანაპარტიელს გულთბილი სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა და ნაძალადეველებს წულუკიანთან ერთად უკეთესი მომავალი უსურვა:
„ჩვენ არ მოვდივართ ღვარძლით, მე თეა და მთელი „ ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვალთ სიყვარულით, სამართლიანობით, პროფესიონალიზმით. თეა წულუკიანია სწორედ ამის ნათელი მაგალითი, მას შეუძლია ისეთივე მონდომებით იბრძოლოს ნაძალადეველების უფლებებისთვის, როგორც იბრძოდა სტრასბურგში. მერწმუნეთ მას ამის უნარი შესწევს, სწორედ ასეთი ადამიანების ადგილია დღეს ქართულ პოლიტიკაში.პირველ ოქტომბერს წყდება ქვეყნის მომავალი, იმდენად ბევრი უნდა ვიყოთ, რომ ვერავინ შეძლოს მოგვპაროს არჩევანი“ _ განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.