„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

სოფელ დიღომში,  საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღალი ძაბვის არეალში კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა.

ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოება  უსაფრთხოების მაღალი ზომების დაცვას მოითხოვს, რაც სამუშაო პროცესს ართულებს. 

მაგისტრალურ ქსელზე აღდგენითი სამუშაოების  განხორციელებისთვის აუცილებელია წყალსადენის წყლისგან დაცლა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 25 ოქტომბერს, საღამოს 20.00სთ-დან ხვალ, 26 ოქტომბრის, დილის 10.00 სთ-მდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდ დიღომს და მიმდებარე კერძო დასახლებებს: ქოშიგორას, სოფელ ზურგოვანს, ამერიკის საელჩოს დასახლებას, მუხათგვერდის დასახლებას, ფერაძის (სასოფლოს დასახლება) დახელაშვილის ქუჩებს, ბენდუქიძის დასახლებას.

სოფელ დიღომში: სონღულაშვილის, უგრეხელიძის ქუჩებს, ტოიოტას მიმდებარე ახალ დასახლებას, საქალაქო სასამართლოს და მიმდებარე დასახლებას.

ვაშლიჯვრის კერძო დასახლებას: სარაჯიშვილის ქ;  კვანტალიანის ქ; გოძიაშვილის ქუჩას თავის შესახვევებით.

დიღმის მასივში: 1 კვ.-ის N10, N11, N12 კორპუსებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიმდებარე დასახლებას, იასამნის, ბროწეულის და ბაქრაძის ქუჩებს.

ზაჰესში:  გრ. ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის ქუჩებს.

ასევე ზემო ვეძისის ნაწილს, გოთუას ქუჩას და თამარაშვილის ქუჩის ნაწილს.

წყალმომარაგება ხვალ,  26 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili.

 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.