აქცია უნივერსიტეტთან(VIDEO)

აქცია უნივერსიტეტთან(VIDEO)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. გაუქმდეს რეგენტთა საბჭო, დაბრუნდნენ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პროფესორ-მასწავლებლები, გათავისუფლდეს სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და მოწესრიგდეს სასწავლო ბაზა-ასეთია ახალგაზრდების მოთხოვნები. ცოტა ხნის წინ სტუდენტები რექტორის კაბინეტისკენ დაიძრნენ, შეხვედრამ ხმაურიანი ლოზუნგებისა და ბრალდებების ფონზე ჩაიარა. კვიტაშვილის შემდეგ ანალოგიური ლოზუნგებით სტუდენტები უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში შევიდნენ და ანდრო ბარნოვს შეხვდნენ. სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პრობლემების მოსაგვარებლად დრო ითხოვა.