„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

საბურთალოს რაიონში, თავდადებულის ქ. N 6-თან  "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 900 მმ-იან წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია საავარიო სამსახურის ბრიგადა.  ტექნიკური სამუშაოების წარმოება, მაგისტრალური ქსელის წყლისგან  დაცლას საჭიროებს, რის გამოც დღეს 24 ოქტომბრის საღამოს 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

 ზაჰესში:  გრ. ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის ქუჩებს.

დიდ დიღომს და მიმდებარე კერძო დასახლებებს: ქოშიგორას, სოფელ ზურგოვანს, ამერიკის საელჩოს დასახლებას, მუხათგვერდის დასახლებას, ფერაძის (სასოფლოს დასახლება) დახელაშვილის ქუჩებს, ბენდუქიძის დასახლებას.

სოფელი დიღომში: სონღულაშვილის, უგრეხელიძის ქუჩებს, ტოიოტას მიმდებარე ახალ დასახლებას, საქალაქო სასამართლოს და მიმდებარე დასახლებას.

ვაშლიჯვრის კერძო დასახლებას: სარაჯიშვილის ქ;  კვანტალიანის ქ; გოძიაშვილის ქუჩას თავის შესახვევებით.

დიღმის მასივში: 1 კვ.-ის N10, 11, 12 კორპუსებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიმდებარე დასახლებას, იასამნის, ბროწეულის და ბაქრაძის ქუჩებს.

საბურთალოს რაიონში: გოთუას ქუჩას.

წყალმომარაგება დღეს,  24 ოქტომბერს, საღამოს 19:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.