პოლიტიკური დევნა გორში(VIDEO)

პოლიტიკური დევნა გორში(VIDEO)

პოლიტიკური დევნის მორიგი შემთხვევა. გორის რაიონის სოფელ დიცში ქართული ოცნების წევრს თავს დაესხნენ. ნაცემია ერასტი არჩვაძე, რომელსაც ტავდამსხმელებმა ფიზიკურ შეურაცხყოფამდე კოალიციის მაისურის გახდა და ზედ გადავლა მოსთხოვეს. არჩვაძემ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ჩხუბში გაშველების მიზნით სოფლის რამდენიმე მცხოვრები ჩაერთო. შედეგად რამდენიმე მათგანიც დაზარალდა. სულ ინციდენტის დროს 5 ადამიანი დაშავდა. თავად არჩვაძე გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ქართული ოცნების" გორის ოფისში ამტკიცებენ, რომ თავდამსხმელები კარალეთის ინციდენტში მონაწილე პირები არიან.