,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დასაქმების ფორუმის ანგარიში

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დასაქმების ფორუმის ანგარიში

დღეს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტმა საქრთველოს წამყვან საუნივერსიტეტო სკოლებთან ერთად დასაქმების ფორუმის შედეგად შერჩეული  კანდიდატები სიგელებით დააჯილდოვა. აღნიშნული პროექტი  კომპანიის ახალი ინიციატივაა, რომელსაც მომავალში სისტემური ხასიათი ექნება.

დასაქმების ფორუმის მიზანია წყალმომარაგების და ენერგეტიკის სფეროს განვითარება.  პროექტის ფარგლებში, სტაჟირება  სხვადასხვა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის  40-მდე წარმატებულმა სტუდენტმა და მაგისტრანტმა გაირა, რომელთაგან ნაწილი დღეს უკვე კომპანიის თანამშრომელია, ნაწილი კი სტაჟირებას აგრძელებს.

ახალგაზრდა, ნიჭიერი კადრების დასაქმება “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაში აპირებს შეიმუშაოს დასაქმების ისეთი პროგრამა, რომელიც საქართველოში არსებულ შესაბამის უმაღლეს სასწავლებლებს კომპანიის მოთხოვნებიდან გამომდინარე დარგების და მიმართულებების განვითარების საშუალებას მისცემს, სტუდენტების კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით.