თიბისი ბანკი  „ბანკი რესპუბლიკის

თიბისი ბანკი „ბანკი რესპუბლიკის

თიბისი ბანკი  „ბანკი რესპუბლიკის"  100%-იანი წილის მფლობელია. აქციათა ნასყიდობის  ტრანზაქცია დღეს დასრულდა, რომლის მიხედვითაც,  ერთი მხრივ,  „სოსიეტე ჟენერალმა" და მეორე მხრივ,  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)  თიბისი ჯგუფს „ბანკი რესპუბლიკის" აქციების 100 % მიყიდეს.

გარიგების თანხა გადახდილია და აქციები ხვალიდან დარეგისტრირდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ტრანზაქციის შედეგად გამსხვილებულ თიბისი ბანკში EBRD-ის წილი 12.1 % გახდება,  ხოლო ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალის" - 5.4%.