,,გადაიხადე  50%

,,გადაიხადე 50%" - წამახალისებელი აქცია დღეიდან ,,რუსთავის წყლის" აბონენტებზეც გავრცელდა

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და ,,რუსთავის წყალი" დავალიანების მქონე აბონენტებს  2015 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული წყლის საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდის დავალიანების მეორე ნახევარს ავტომატურად ჩამოაჭრის.

აქცია 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. აბონენტები მარტივად, ოფისში მისვლის გარეშე სარგებლობენ ხელსაყრელი პირობებით.

დავალიანების 50%-ის დასაფარად, მომხმარებელი რეკავს ცხელ ხაზზე - 2 93 11 11 (თბილისი) და 22 00 11 (რუსთავი), ან სარგებლობს კომპანიის ფეისბუქით და ვებგვერდზე არსებული ონლაინ ჩათით.  ოპერატორი მომხმარებელს აბონენტის ნომრის მიხედვით ეხმარება დავალიანების ოდენობის დაზუსტებაში და დავალიანების ჩამოწერაში.

სურვილის შემთხვევაში მომხმარებლები მიმართავენ კომპანიის სერვისცენტრებს ქალაქ თბილისში შემდეგ მისამართებზე: საბურთალოს რაიონში - ყაზბეგის გამზ. 19ბ, გლდანის რაიონში -  ვეკუას ქ. 2, ისნის რაიონში შუამთის ქ.10,  ხოლო ქალაქ რუსთავში - შარტავას ქ. 4.

მომხმარებლები აქტიურად ერთვებიან აქციაში და აღნიშნავენ, რომ მათ აქვთ საუკეთესო შესაძლებლობა დავალიანების სრულად დასაფარად.

კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წამახალისებელი აქციის შედეგად, აბონენტებზე დარიცხული დავალიანება მკვეთრად შემცირდება.