ტრადიციულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ მედიის წარმომადგენლებს კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადება გააცნო, სადაც კიდევ ერთხელ დაზუსტდა კოალიციის პოზიცია წინასაარჩევნო ქცევის კოდექსთან დაკავშირებით. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნება“ სამოქალაქო სექტორის მიერ შეთავაზებულ წინასაარჩევნო ქცევის კოდექსს ჯერ კიდევ 6 აგვისტოს შეუერთდა და აიღო ვალდებულება დაიცვას დოკუმენტით გათვალისწინებული ყველა პუნქტი.
დღესვე მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა უფლებების დარღვევის ის კონკრეტული ფაქტები გააცნო, რომლის თაობაზეც კოალიციამ რეგირებისათვის უწყებათაშორის კომისიას მიმართა.