ხვალ, ლევან დავითაშვილი იყალთოს ქვევრის სკოლა-სახელოსნოს გახსნის.

ხვალ, ლევან დავითაშვილი იყალთოს ქვევრის სკოლა-სახელოსნოს გახსნის.

ხვალ, 22 სექტემბერს 12:00 სთ-ზე, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, იყალთოს ქვევრის სკოლა-სახელოსნოს გახსნის.

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების და  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის,  ღვინის ეროვნული სააგენტოს, დიპლომატიური კორპუსის,  ასოციაცია  ქართული ღვინის, ადგილობრივი თვითმმართველობის და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

საკონტაქტო პირი - ნანა ჩინჩილაკაშვილი 599502619