ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის, ექსპლუატაციაში გაშვების სამუშაოები დასრულების ეტაპზეა - მიმდინარეობს ჰესის ტესტირების მოსამზადებელი სამუშაოები.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ვაკის რაიონში, ვარაზის ხევში, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ მასშტაბური სამუშაოები შეასრულა. ახლით შეიცვალა წყალარინების 105 მეტრი სიგრძის მონაკვეთი, მოეწყო წყალარინების მიმღები ახალი კამერა და ჭები. ამავე პროექტის ფარგლებში, კეკელიძის ქუჩაზე, წყალარინების მაგისტრალური ქსელის 100 მეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტი დედაქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობას ემსახურება, რომელშიც კომპანიამ 300 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. სამუშაოების დასრულებისთანავე გზისახალი საფარი მოეწყო და საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა.
მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:
დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის პირველ კვარტალში, მე-2 „ა" და „ბ" კორპუსებთან კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. წყალსადენის ქსელის 100 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
სამგორის რაიონში, კალაუბნის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის 120 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
ამავე რაიონში, აფრიკის დასახლებაში, 360-ე კილომეტრზე წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა - 900 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
ისნის რაიონში, ბუკისციხის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. წყალსადენის გამანაწილებელი ქსელის 320 მეტრის სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.
კრწანისის რაიონში, მელქაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ქსელის 750 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.
2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.