17 სექტემბერს, 17:30 -ზე, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, სოფელ გარიყულაში (კასპის რაიონი)
ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი - „ფესტინოვა 16" საზეიმოდ გაიხსნება.
„ფესტინოვა 16-ზე" ქართველი და უცხოელი არტისტების მიერ შექმნილი 11 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, წლევანდელი ფესტივალის თემაა - „მომავალი მეხსიერება" .
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: არტ ვილა გარიყულა, სოფელი გარიყულა (კასპის რაიონი)