კომპანია „მცხეთის წყალი" ქ. მცხეთაში, გოგებაშვილის ქუჩაზე, 90 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის 230 მეტრი სიგრძის ახალ ქსელს აწყობს.
აღნიშნულ მისამართზე წყალსადენის ქსელის სისტემა აქამდე არ არსებობდა. კომპანია „მცხეთის წყალმა" ახალი პროექტი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც წყალსადენის ახალ ქსელზე გოგებაშვილის ქუჩის ყველა მაცხოვრებელი დაერთდება. ამავე პროექტის ფარგლებში, გოგებაშვილის ქუჩის მოსახლეობის გამრიცხველიანება მოხდება.
პროექტის მიზანია, ქ. მცხეთის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება. სამუშაოები 2 კვირაში დასრულდება და უზრუნველყოფს გოგებაშვილის ქუჩაზე ახალი წყალსადენის ქსელის გამართულ ფუნქციონირებას. ამავე პროექტის ფარგლებში, ქ. მცხეთაში კიდევ რამდენიმე ქუჩაზე წყალსადენის და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია განხორციელდება.
კომპანია „მცხეთის წყალი" გოგებაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტში 20 00 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.