ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 640 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 640 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 640 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე აღდგება სადრენაჟე მომსახურება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს სარეაბილიტაციო პროექტს, რომლის ფარგლებშიც მერეკრძელა-კაპროვანის მასივის დამშრობი სისტემის 4,5 კმ სამელიორაციო არხი აღდგება. სარეაბილიტაციო სამუშაოების   პირველი ეტაპი,    რომლის ღირებულებაც 543 000 ლარია, მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. აღდგენილი სამელიორაციო სერვისით მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.

I სინქრონი - ლევან დვალი შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი
II სინქრონი - მერაბ ფერაძე სოფ. ნატანების მკვიდრი