სოსო შატბერაშვილი - შალვა ნათელაშვილმა

სოსო შატბერაშვილი - შალვა ნათელაშვილმა "რუსთავი 2"-ს 100 ათასი გადაურიცხა

მემარცხენე ალიანსისლიდერმა სოსო შატბერაშვილმა შალვა ნათელაშვილის მეუღლეს მიმართა და ურჩია წიგნების წერის ნაცვლად მეუღლის ჯანმრთელობას მიხედოს. როგორც შატბერაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას ფსიქიატრებმა უთხრეს, რომ ნათელაშვილი სამკურნალოა და ინსულტის წინა მდგომარეობაშია.

"მინდა, მივმართო შალვას მეუღლეს, ქალბატონო ბელა, თქვენ ხართ პოეტისტკა და ნოველისტკათქვენი წიგნები ლამის ბესტცელერად იქცა, მაგის წერას მე მოგიწოდებთ, მიხედოთ თქვენი მეუღლის ჯანმრთელობასგუშინ ის 2000 ევროდ ნაყიდი პიჯაკიდან კინაღამ ამოხტა.  დამირეკეს ცნობილმა ფსიქიატრებმა და მითხრეს, მიხედეთ ამ ადამიანს, ის არის სამკურნალო და ის არის ინსულტის წინა მდგომარეობაში“, - განაცხადა შატბერაშვილმა.

მემარცხენე ალიანსისლიდერმა ნათელაშვილინაციონალურ მოძრაობასთანგარიგებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომლეიბორისტული პარტიისლიდერმა დიდი ქონებაბინძური გარიგებებითდააგროვა.

შალვა ნათელაშვილმარუსთავი 2“- 29 აგვისტოს 100 000 გადაურიცხა, გარდა იმისა, რომ მას გააჩნია უფასო საეთერო დრო, მან მაინც გადაურიცხარუსთავი 2“- ეს თანხა. დღეს შალვა ნათელაშვილს გახსნილი აქვს შპს, რომლის სახელწოდებაც არისნათელაშვილი და ნაციონალები“, და მისი ლოზუნგია თუ ფული გაქვს შენი ვარ, თუ არა და სხვისი ვარ. შალვას აქვს ძალან დიდი ქონება და მთელი ეს უზარმაზარი ქონება მან დააგროვა ბინძური გარიგებებით სხვადასხვა ვითომდა მის მოწინაააღმდეგე პარტიებიდან. ის გაურიგდანაციონალურ მოძრაობასმაშინ, როდესაც ჩვენ ვიყავითლეიბორისტული პარტიისხელმძღვანელები, ჩვენთვის ცნობილი გახდა ეს, ისრაელის მოქალაქე, ვინმე ანატოლი მოტკინმა, რომელიც გახლავთ სააკააშვილის მოლარე, მას მიუტანა ავსტრიაში დიდი თანხა, რომელიც განათავსა ბელა ალანიამ ავსტრიის ბანკში, ამის დეკლარირება არსებობს”,- განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.