„თბილსერვის  ჯგუფის“ უხუცესი თანამშრომელი  88 წლის ნიკოლოზ მელიშვილი ფულადი ჯილდოთი და მადლობის სიგელით დააჯილდოვეს

„თბილსერვის ჯგუფის“ უხუცესი თანამშრომელი 88 წლის ნიკოლოზ მელიშვილი ფულადი ჯილდოთი და მადლობის სიგელით დააჯილდოვეს

შპს “თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით  დოლიძემ „თბილსერვის  ჯგუფის“ უხუცესი თანამშრომელი  88 წლის ნიკოლოზ მელიშვილი ფულადი ჯილდოთი და მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

ნიკოლოზ  მელიშვილი „თბილსერვის ჯგუფში“  სამგორის რაიონში დაარსების დღიდან  მუშაობდა, იგი ყოველ დილით 7:00 საათზე დგებოდა და ასუფთავებდა თბილისს. ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ბატონმა ნიკოლოზმა გადაწყვეტილება მიიღო სამსახურიდან წასვლის შესახებ.

შპს „თბილსერვის ჯგუფი“  ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს ბატონ ნიკოლოზს და მადლობას უხდის თბილისზე ზრუნვისთვის და ქალაქის სისუფთავისთვის შეტანილი წვლილისთვის.