კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ქ. რუსთავში, ჩათმის რეზერვუარის წყალსადენის მაგისტრალურ 800 მმ-იან ქსელზე,  ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სადიაგნოსტიკო და საავარიო სამსახურის ბრიგადები.

სამუშაოების წარმოება მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 11 სექტემბერს, 11:00-დან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
მარჯვენა სანაპიროს.

დღეს, შუადღის  12:30  საათიდან  წყალი შეფერხებით მიეწოდება:
მარცხენა სანაპიროს ნაწილს და ჭყონდიდელის დასახლებას.

 

წყალმომარაგება ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია, კომპანია „რუსთავის წყალმა“, აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. 

დეტალური ინფორმაციის მიღება  შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის მეშვეობით - https://www.facebook.com/rustaviwatercompany


„რუსთავის წყალი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება, მოკლე დროში დაასრულოს.