ალაზნისპირა მიწების დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია

ალაზნისპირა მიწების დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია

კახეთის რეგიონში 3 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე აღდგება სადრენაჟე მომსახურება. გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ალაზნისპირა მიწების დამშრობი სისტემის რეაბილიტაციის II ეტაპი დაიწყო.  

პროექტის ფარგლებში სისტემის 100 კილომეტრი სამელიორაციო არხი აღდგება.

პროექტის დასრულების შემდეგ, 2017 წლის დასაწყისისთვის, აღდგენილი სადრენაჟე მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება ქალაქ გურჯაანის და მუნიციპალიტეტის 5 სოფლის მოსახლეობას.