Deutsche Welle-ს თურქეთში, თურქეთის სპორტის მინისტრთან ჩაწერილი ინტერვიუს ჩანაწერები ჩამოართვეს

Deutsche Welle-ს თურქეთში, თურქეთის სპორტის მინისტრთან ჩაწერილი ინტერვიუს ჩანაწერები ჩამოართვეს

თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის აქიფ ჩაღათაი ქილიჩის გერმანულ Deutsche Well-ს, გადაცემა Conflict Zone-ის სტუმრობისას ჩააწერილი ინტერვიუს ჩანაწერები სამინისტრომ ჩამოართვა. Deutsche Well-ს გენერალურმა დირექტორმა პიტერ ლიმბურგმა, სამინისტროს ეს ქმედება დაგმო.

მიშელ ფრიდმანის მიერ ანკარაში Deutsche Well-ს გადაცემა Conflict Zone-ისთვის თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ აქიფ ჩაღათაი ქილიჩთან ჩაწერილი ინტერვიუ მინისტრის ბრძანებით ჩამოართვეს. Deutsche Well-მ მინისტრი 5 სექტემბერს ჩაწერა, სასაუბრო თემების შესახებ სამინისტროს ინფორმაცია თავიდანვე ჰქონდა.

ფრიდმანმა, მინისტრს ივლისში ვერშემდგარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის, გადატრიალების მცდელობის შემდეგ განხორციელებული მასობრივი გათავისუფლებისა და დაპატიმრებების, თურქული პრესის მდგომარეობასა და თურქულ საზოგადოებაში ქალის როლის შესახებ კითხვები დაუსვა. ასევე ინტერვიუს ჩაწერის დროს აქიფ ჩაღათაი ქილიჩს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ ერდოღანის მოსაზრების განმარტებაც თხოვეს.

ინტერვიუს დასრულებისთანავე მინისტრი მიშელ ფრიდმანს დაემშვიდობა. მინისტრის ოთახიდან გასვლის შემდეგ სამინისტროს სპიკერმა Deutsche Well-ს განუცხადა, რომ ინტერვიუს ვერ გამოქვეყნებდნენ. ფრიდმანმა და მისმა ჯგუფმა ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რის შემდეგაც ტელევიზიისთვის მომზადებული ჩანაწერები სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა ჩამოართვეს. Deutsche Well-ს ჯგუფს განუცხადეს, რომ თუ ვიდეოფირს არ გადასცემდნენ სამინისტროს შენობიდან გასვლას ვერ შეძლებდნენ.

Deutsche Well-ს გენერალურმა დირექტორმა პიტერ ლიმბურგმა, თურქეთის ოფიციალური პირების ეს ქმედება მკაცრად დაგმო.

″ამით კიდევ ერთხელ ნათელი ხდება, რომ თურქეთში თავისუფალი პრესის უფლებები ირღვევა. აქ რაც მოხდა თურქეთის ხელმძღვანელობის მხრიდან ძალის გამოყენებას ნიშნავს. ყოველივე ამას კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ პრინციპებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მინისტრის მიერ საკუთარი ნებით ინტერვიუს მიცემის შემდეგ, ამგვარი ქმედებით მისი გამოქვეყნების შეზღუდვის მცდელობა, მხოლოდ იმიტომ რომ მინისტრს კითხვები არ მოეწონა, მიუღებელია. თურქული მხრიდან ვიდეოფირის დაუყონებლივ დაბრუნებას მოვითხოვთ. სამართლებრივად რისი გაკეთებაც შესაძლებელი იქნება ყველაფერს გავაკეთებთ.″-განაცხადა ფრიდმანმა.

წყარო:  http://www.dw.com/tr/ankarada-dwnin-kay%C4%B1tlar%C4%B1na-el-kondu/a-19529634