ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ოთხ სხვადასხვა მისამართზე 500 კვ.მ ფართობზე გაკეთდა ბრტყელი სახურავი, მოხდა ლიფტების მოდერნიზაცია, დამონტაჟდა სადარბაზოს მეტალის კარები და განხორციელდა სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია.
გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.
სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობამ, საერთო ჯამში, 55 000 ლარამდე გამოყო.