ხვალ, 6 სექტემბერს 15:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართება საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ტრანსპორტის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომლის მიზანია სატვირთო გადაზიდვების სფეროში მოქმედი სატრანსპორტო კომპანიების და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ერთობლივი დიალოგის გამართვა. შეხვედრაზე იმსჯელებენ კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების შესახებ, ასევე მოხდება იმ პრობლემატური საკითხების იდენტიფიცირება, რომელთა გადაჭრაც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო კომპანიების საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას.
შეხვედრას დაესწრებიან ტრანსპორტის სფეროში მოქმედი სახელმწიფო უწყებების, სატრანსპორტო ასოციაციების, ლოგისტიკური ცენტრების, საწყობების, საზღვაო ნავსადგურების და ტერმინალების, საზღვაო ხაზების, საბორნე კომპანიების, სატვირთო ავია გადამზიდველების და ტერმინალების, საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავების და ექსპედიტორების წარმომადგენლები.