ევროკომისარი ოტინგერი: თურქეთი ევროკავშირში ერდოღანის შემდეგ შეიძლება გაწევრიანდეს

ევროკომისარი ოტინგერი: თურქეთი ევროკავშირში ერდოღანის შემდეგ შეიძლება გაწევრიანდეს

თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება პრეზიდენტ ერდოღანის შემდეგ არის მოსალოდნელი, - ამის შესახებ განცხადება ევროკომისარმა გიუნტერ ოტინგერმა გააკეთა.

საინფორმაციო სააგენტო დოღანის (DHA) ჟურნალისტის, აჰმეთ ილდირიმის ინფორმაციით,  გერმანულ გაზეთ Bild-თან საუბრისას, მმართველი პარტიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) წევრმა და ევროკომისარმა გიუნტერ ოტინგერმა განაცხადა, რომ ″თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება პრეზიდენტ ერდოღანის შემდეგ არის მოსალოდნელი″.

პრეზიდენტ ერდოღანის მიერ რეადმისიის ხელშეკრულების შესაძლო შეჩერების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ოტინგერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ასეთ განცხადებებს თურქი საზოგადოების მიმართ აკეთებს.

ოტინგერის თქმით, ″მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები უფრო მეტად თურქი ხალხის მიმართ კეთდება. ძალიან ბევრი თურქის სურვილია, რომ ძლიერი ლიდერი ჰყავდეთ, რასაც ერდორანი იყენებს. ერდოღანისათვის პოპულიზმი და ნაციონალიზმი უცხო არ არის. თვითონ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტის პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპის მსგავსად იქცევა. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირშის არაერთ ქვეყანაში მსგავსი ქმედებები გაძლიერდა. ეს კი ვფიქრობ, ძალიან სახიფათოა″ - განაცხადა მან.

ოქტომბერში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ამოქმედების შესახებ დასმულ კითხვაზე ევროკომისარმა შემდეგი პასუხი გასცა: ″თურქეთს, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა პირობა ჯერ არ შეუსრულებია. განსაკუთრებით, ანტიტერორისტულ კანონთან დაკავშირებით ჩვენ არანაირ დათმობაზე არ წავალთ. ჩვენთვის აჩქარებაზე მეტად უმთავრესია, კანონის უზენაესობა და ყველა პირობის შესრულება. თურქეთს ცვლილებებისათვის კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდება, ეს ასეა″.

ოტინგერს ასევე ჰკითხეს, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ განვითარებული მოვლენების გამო თურქეთიდან ევროკავშირის მიმართულებით მიგრანტების ტალღას ელოდებოდა თუ არა?

″სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ განხორციელებული ქმედებების გამო ძალიან ბევრი თურქის ევროკავშირში შესაძლო შემოსვლა ყურადსაღები საკითხია. შესვლის მსურველ პირებს შორის შესაძლოა იყვნენ თანამდებობიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების და ჯარისკაცების, ინტელექტუალებისა  და ჟურნალისტების ოჯახები″ - განაცხადა ოტინგერმა.

წყარო: http://t24.com.tr/haber/ab-komiseri-turkiyenin-uyeligi-erdogan-sonrasinin-konusu,357574