ევროპული მედია: თურქეთს შესაძლოა ხანგრძლივი ომი ელოდება

ევროპული მედია: თურქეთს შესაძლოა ხანგრძლივი ომი ელოდება

დასავლური მედია, თურქეთის მიერ ″ევფრატის ფარის″ სახელწოდებით დაწყებულ ოპერაციას ეჭვითა და მღელვარებით შეხვდა.

ამერიკული პრესა იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ თურქეთის ISIS-სთნ ბრძოლის საბაბით სირიაში შეჭრა ქურთების წინააღმდეგ ომში გადაიზარდა, რამაც აშშ რთულ სიტუაციაში ჩააყენა. გერმანული პრესის მტკიცებით, თურქეთს ძალიან ხანგრძლივი ბრძოლა ელის, სადაც ძალიან ბევრ მსხვერპლს გაიღებს.

ბრიტანული გაზეთი The Times ოპერაციაში მონაწილე  თავისუფალი სირიის არმიის ერთ-ერთი ბრიგადის მეთაურის, ალა მუჰამედს უთმობს ადგილს, რომლის თქმით, ″როდესაც სირიის ქალაქ ჯერაბლუსის ცენტრში შემოვედით ISIS-ის ჯარები იქ აღარ იყვნენ. ჯერაბლუსის მოქალაქემ გვითხრა, რომ ISIS-მა ქალაქი 5 დღის წინ დატოვა.″

ამერიკული გაზეთის Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თურქეთის შეიარაღებული ძალებისა და მის მიერ მხარდაჭერილ თავისუფალ სირიის არმიას და სირიელ ქურთულ ძალებს შორის დაძაბულობა მძაფრდება და ეს რომ კონფლიქტში გადაიზარდოს რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალებს საფრთხეში ჩაგდებს და ISIS-ის განადგურებას გაართულებს.

Washington Post-ი ″თურქეთმა სირიაში ისეთი პრობლემა შექმნა, რომ აქედან გამოსვლა მარტივი არ იქნება″ სათაურით გამოეხმაურა და დასძინა, რომ აშშ სირიაში ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მყოფი ყველა ძალის მოკავშირეა. გაზეთი ასევე წერს, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები თავისუფალი სირიის არმიასთან ერთად სახალხო დაცვის ბლოკის (YPG) წინააღმდეგ ომს თუ დაიწყებს, აშშ-ს მიერ ISIS-ის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლას დიდ ზიანს მიაყენებს.

გერმანული გაზეთის Die Welt-ის მტკიცებით, ოპერაცია ″ევფრატის ფარმა″ სირიის ომი როგორც ახლო აღმოსავლეთისთვის ასევე ევროპისთვის უფრო არაპროგნოზირებადი და სახიფათო გახადა. გაზეთის ინფორმაციით, თურქეთი, სირიაში ოპერაციებს აშშ-სთან, ნატო-სთან და რუსეთთან შეუთანხმებლად ახორციელებს, რითაც ერდოღანი ქურთების დამარცხებას, ISIS-ის განადგურებას და თურქეთის პოზიციების გამყარებას ცდილობს.

″მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ერდოღანის ქმედებები ყოვლისმომცველ სტრატეგიას არ ეფუძნება. როგორც ჩანს, ერდოღანი მხოლოდ რთული ვითარებიდან გაქცევას ცდილობს″, - წერს გაზეთი.

წყარო:http://www.cumhuriyet.com.tr/haber/dunya/592211/Bati_basininda_Cerablus_yorumlari__Turkiye_yi_uzun_bir_savas_bekliyor_olabilir.html#